შეტყობინების დაწერა
ადმინთან კონტაქტი
მთავარი » 2015 » თებერვალი » 5 » მუსიკისა და ვნების სინთეზი – რა გავლენას ახდენს თქვენზე მელოდია
6:40 PM
მუსიკისა და ვნების სინთეზი – რა გავლენას ახდენს თქვენზე მელოდია

qali%20musika

 

 

სურნელოვანი სანთლები, გემრიელი ვახშამი და სექსუალური თეთრეული… წინასწარ დაგეგმილი ამ ინტიმური გარემოს ეფექტი არცთუ სასურველი იქნება მთავრი „ინგრედიენტის“- სწორად შერჩეული მუსიკის გარეშე! დაკვირვებამ ცხადჰყო, რომ ნებისმიერი ჟანრის მელოდია სხვადასხვაგვარად მოქმედებს ტვინის უჯრედებზე, ამიტომ საინტერესოა, თუ როგორი მუსიკა უწყობს ხელს სასიყვარულო ურთიერთობების გაღვივებას?

ბრიტანელმა ფსიქოლოგმა დანიელ მულენზიფერმა საინტერესო კვლევა ჩაატარა, რის შედეგადაც 2000 გამოკითხული ადამიანიდან უმეტესობამ აღიარა, რომ მუსიკასა და ვნებას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს და ინტიმური ურთიერთობისას არათუ უსმენენ მუსიკას, არამედ ხელის შემწყობ ფაქტორადაც მიიჩნევენ. ეს გასაკვირი არც არის… ნევროლოგების მტკიცებით, სასურველ მუსიკას ტვინის უჯრედები ისევე სასიამოვნოდ აღიქვამენ, როგორც გემრიელ საჭმელს, ან კარგ სექსს. მაშ ასე, ჩვენი მოკრძალებული გიდი მათთვის, ვისაც ყურებით უყვარს…

HEAVY METAL

იდეალური ვარიანტი მათთვის, ვისაც ცხოველური ჟინის დაკმაყოფილება და თანაც, ყოველგვარი აკრძალვების გარეშე სურს. მომართეთ მედია ფლეიერი Black Sabbath-ის, Judas Priest-ის, ან Megadeath-ის რეპერტუარზე. მუსიკის ეს ჟანრი ხელს უწყობს ჰორმონების გენერაციას, ორგანიზმში იმატებს ტესტესტერონის დონე, რაც თქვენში ყველაზე ველურ ვნებებს აღძრავს. მძიმე მეტალი ინტენსიური და სწრაფი სექსის მოყვარულებისთვისაა, თუმცა ამგვარი „მარათონის“ შემდეგ, ძალების აღსადგენად გარკვეული დრო დაგჭირდებათ.

როკი

მაღალი ხარისხის როკ-მუსიკა – მაგალითად, Queen, Guns n’ roses, ან Nirvana დაგეხმარებათ მოიხსნათ სტრესი და დაძაბულობა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესებას. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, მსგავსი მუსიკის ფონზე ინტიმი მოდუნების საუკეთესო საშუალებაა. ინგლისელი მკვლევარების დაკვირვებით, როკ-მუსიკა ერთგვარი საწამლავია, რომელიც გამუდმებით გხიბლავთ „ბოჰემური რაფსოდიით“ და სიახლეების ძიების სურვილს აღგიძრავთ.

პოპ-მუსიკა და დისკო

ეს არის ის, რაც მხიარულ ურთიერთობებს უხდება. სხვათა შორის, მულენზიფერის მიერ გამოკითხული ადამიანების უმრავლესობა სწორედ ამგვარ მუსიკას ირჩევს, როგორიცაა – Maroon 5 და მადონა. ეს მუსიკალური ეფექტი გემრიელ კანფეტთან არის შედარებული, რომელიც ამაღლებს განწყობას, მაგრამ არა დიდი ხნით.

კლასიკური მუსიკა

არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, თუ როგორი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს კლასიკურ მუსიკას. მისი თანხლებით, ახალშობილებსაც კი ტკბილად სძინავთ. დიდებული სიმფონიები და რომანტიული სონეტები ხელს შეგიწყობთ მშვიდად, აუჩქარებლად და რომანტიულად გაატაროთ ღამე პარტნიორთან.

ბლუზი და ჯაზი

მკრთალი ნათება, ჭიქა ღვინო და ნორა ჯონსი… იადეალური გარემო იმისთვის, რომ ვნებით აენთოთ. ერთადერთი ხელიშემშლელი ფაქტორი ასეთ დროს სიჩქარეა, თუმცა მოემზადეთ იმისთვის, რომ ყველაფერი ნელა ჩაივლის.

ელექტრონული მუსიკა

ელექტრონული მუსიკა, სხვა ჟანრებისაგან განსხვავებით, ყველაზე მეტად უწყობს ხელს ჰორმონების სტიმულირებას და ჰიპერაქტიურობას. ეს არის მუსიკა სექსისთვის აქვე და ახლავე! ასეთ დროს, არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით. შემთხვევითი არ არის, რომ ღამის კლუბებში სწორედ ასეთი მუსიკის ფონზე განსაკუთრებით მძაფრია ახალი ნაცნობობისა და ურთიერთობებისაკენ სწრაფვა.

რეგეტონი

აი, „ჯაგა-ჯაგასთან“ ერთად კი მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ. ერთი შეხედვით რეგეტონი ვნებებისა და თავქარიანი ურთიერთობების საწინდარია, არადა სულაც არ არის ასე. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ მსგავსი რითმები აქვეითებს ჰიპოთალამუსის უჯრედების მოქმედებას, რომლებიც თავის მხრივ სექსუალურ მიზიდულობაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ რეგეტონის ფონზე მაქსიმალური სიამოვნების მიღება ცოტა გაგიჭირდებათ.

კატეგორია: საკითხავი | ნანახია: 534 | დაამატა: ganga-magda | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar