შეტყობინების დაწერა
ადმინთან კონტაქტი
მთავარი » 2015 » თებერვალი » 5 » რისი შიში აქვთ მამაკაცებს?
6:27 PM
რისი შიში აქვთ მამაკაცებს?
ALT attribute

ვიდრე ქალები ლამაზ ინტერიერზე, მიმწვარ ნამცხვრებსა და ძვირად ღირებულ კაბებზე ნერვიულობენ, კაცობრიობის ძლიერ სქესს სრულიად სხვაგვარი შიში იპყრობს. აი, რამდენიმე მათგანი:

20886_10151395973726342_2142528629_n

  • მამაკაცებს ძალზე ეშინიათ სამსახურის დაკარგვის;
  • გულისკანკალით ფიქრობენ მოსალოდნელ გამელოტებაზე;
  • მათ აკომპლექსებს თანამედროცე ტექნიკის არქონა-უფრო სწორად ის გარემოება, რომ მისი შეძენა ვერ შეძლეს;
  • ოჯახში ძალადობას შეუძლია ბავშვებზე სერიოზული გავლენა იქონიოს.
  • მათ აგრეთვე ეშინიათ იმის, რომ არ დარჩნენ მიტოვებულნი და დაკარგონ თავიანთი “ავტორიტეტი” ქალის წინაშე;
  • ასევე მათ უხერხულობას იწვევს იმის შიში, რომ საყვარელი ქალი საჩუქარს დაუწუნებს.

რადგან: საჩუქარი ძალზე უფერულია; მისი რჩეულის გემოვნებას არ დააკმაყოფილებს; არ მოუხდება ფერი, სტილი და ა.შ; უბრალოდ არ არის, ის, რაზეც მისი გულის სწორი ოცნებობდა.

რისი ეშინია ყველას?
კიდევ არსებობს, თუ შეიძლება ასე ითქვას, “ზოგადსაკაცობრიო შიში”, რომელის ორივე სქესისთვის დამახასიათებელია. თუმცაღა ქალებსა და მამაკაცებში ის სხვადასხვაგვარად ვლინდება.

გაქურდვის შიში კაცებს სიგნალიზაციებისა და საკეტების მუდმივი ცვლისაკენ უბიძგებს; ქალები კიი ძვირფასეულობას სამზარეულოს კედლის თაროებსა და ლეიბებში ინახავენ. საკუთარი ქონების დაზღვევით, თქვენ ამ შიშს ადვილად მოიხსნით, მით უმეტეს , თუ ხალხურ სიბრძნესაც გაიხსენებთ: მთავარია ჯანმრთელობა, დანარჩენის მოპოვება კი ყოველთვის შეიძლება.

რაც შეეხება ჯანმრთელობას: შიში ხშირად თვითშენარჩუნების ისნტიქტს უკავშირდება. საინტერესოა, რომ მამაკაცებს ყველაზე ხშირად ისეთი დაავადებები აშინებს, რომლებიც შრომისუნარიანობას აქვეითებს; ქალებს კი ძირითადად ისეთი რომლების გარეგნობას აჩნევს კვალს. აღსანიშნავია, რომ ქალები უფრო ხშირად ნერვიულობენ ბავშვებისა და ახლობლების ჯანმრთელობაზე, ვიდრე მამაკაცები.

კატეგორია: საკითხავი | ნანახია: 520 | დაამატა: ganga-magda | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar