ბოლივიაში პლანეტის ყველაზე ხანდაზმულ ადამიანს მიაგნეს. 2013 წლის აგვისტოში კარმელო ფლორესს 123 წელი შეუსრულდა. იგი მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს ტიტიკაკას ტბის მახლობლად…[to_like id=”493″]
ფლორესი ძირძველი აიმარაა, ანუ ანდების ინდიელი. იგი ტრადიციულ ქოხში ცხოვრობს მიწის იატაკითა და ჩალის სახურავით, არ ლაპარაკობს ესპანურად, არ იცის წერა-კითხვა და თითქმის აღარა აქვს კბილები.
სიარულის დროს მას არც ჯოხი სჭირდება საყრდენად, არც სათვალე. იგი თავისი ხალხის ენაზე ლაპარაკობს, მაგრამ ცუდად ესმის.
თავის დღეგრძელობას ფლორესი იმით ხსნის, რომ ბევრს დადის, ჯანსაღ საკვებს იყენებს და თითქმის ყოველთვის ღეჭავს კოკის ფოთლებს.
ესეც კოკის ფოთლები
ღეჭეთ რამდენიც გინდათ[/to_like] :D dd