ჩვეულებრივი რემონტის დროს, 1963 წელს, ერთმა თურქმა არაჩვეულებრივი აღმოჩენა გააკეთა: ერთ-ერთი კედლის უკან საიდუმლო ოთახი იყო, რომლის მეშვეობითაც ხვდებოდი მიწისქვეშა ქალაქში. გამოკვლევების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ქაალაქი იყო დერინკუიუ, ის შედგებოდა 8 სართულისაგან და მისი სიღრმე 60 მეტრს აღწევდა. გვირაბების კედლები გამოყვანილი იყო რბილი ვულკანური ქვისგან – ტუფისგან.
გვირაბებში ყველა პირობა იყო კომფორტული ცხოვრებისთვის: საცხოვრებელი შენობები, სამზარეულო, საცხობები, სახელოსნოები, საჯინიბოებიც კი.
ქალაქში 20 000 ადამიანი ეტეოდა, ნივთებითა და მარაგებით.
მიიჩნევენ, რომ აქ სასაფლაოც კი იყო.
უბრალოდ, წარმოიდგინე ამ გვირაბების შექმნის პროცესი!
სუფთა ჰაერი ქალაქს სავენტილაციო სისტემის მეშვეობით მიეწოდებოდა.
ახლა ეს ადგილი ღიაა ტურისტებისთვის და მისი ნახვა ყველას შეუძლია.